RSS Feed
ნოემბერი 24, 2014
სიახლეების არქივი
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
       
ჰოლანდიაში ყვავილების ორთვიანი ზეიმი იწყება
მარტი 7, 2012

ჰოლანდიის ქალაქ ლისში, რომელიც ამსტერდამის სამხრეთ–დასავლეთით, 30 კილომეტრში მდებარეობს, 22 მარტს ქვეყნის ყველაზე ცნობილი პარკი – კიოკენჰოფი გაიხსნება. ყოველწლიურად ამ კომპლექსს, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ტიტების კოლექციითა ცნობილი, მთელი მსოფლიოდან 800 ათასამდე ტურისტი სტუმრობს, და ეს იმის მიუხედავად, რომ პარკი წელიწადში მხოლოდ 2 თვის განმავლობაშია ღია.

პარკში 7 მილიონი ტიტა, გიაცინტი, ნარცისი, ფრეზია და სხვა მცენარეებია წარმოდგენილი, დახურულ პავილიონებში კი სითბოსმოყვარული აზალიები და ორქიდეები ბინადრობენ.

მიმდინარე წლის კიოკენჰოფის თემა არის „პოლონეთი – ევროპის გული.“ ამ გაზაფხულზე წარმოდგენილი იქნება რვა გამოფენა, რომელთაგანაც თითოეული გარკვეულ სახეობას მიეძღვნება. საგამოფენო პავილიონში შოპენის მუსიკა გაიჟღერებს, რომელიც პლონეთშია დაბადებული.